• ხარჯთაღრიცხვაში არსებული მოცულობების შედარება სპეციფიკაციებთან  და პროექტის კრებსით უწყისში მოცემულ მოცულობებთან 
  •  საჭირო მასალების, შრომითი   და მანქანა-მექანიზმების ნორმატიული რესურსების განსაზღვრა მოქმედი რეგულაციების (სამშენებლო ნორმებისა და წესების) შესაბამისად. ამასთან, ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება  ყველა შემთხვევაში ტარდება რესურსული მეთოდის გამოყენებით
  •  სახელმწიფოს მხრიდან  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას დამკვეთის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ზედნადები ხარჯებისა და მოგების ზღვრული ოდენობების და განსაზღვრის წესების შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან
  • ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული მასალების ფასების შედარება შესაბამისი პერიოდისთვის გამოცემული ბაზრის კვლევების შესახებ გამოცემებში ასახულ მონაცემებთან
  • მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების განფასებების შედარება შესაბამისი პერიოდისთვის გამოცემული ბაზრის კვლევების შესახებ გამოცემებში ასახულ მონაცემებთან 
  • შრომის ანაზღაურების შედარება შესაბამისი პერიოდისთვის გამოცემული ბაზრის კვლევების შესახებ გამოცემებში ასახულ მონაცემებთან