• შესაბამისი კვლევის ჩატარება
  •  ობიექტზე გასვლა, აზომვითი სამუშაოების განახორციელება დაკალიბრებული ხელსაწყოებით,  ფოტოფიქსაცია დროის მინიშნებით. აზომვების შედეგების დაფიქსირება ჩანაწერების ფურცელზე (დანართი 6, TEB-QP.14-FO.06) +აზომვების ჩატარება და მიღებული მოცულობების შედარება პროექტთან, დაფარულ სამუშაოების აქტებთან, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დადებული   შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მასზე დართულ ხარჯთაღრიცხვასთან, შესრულებული სამუშაოების აქტებთან,  შესყიდვის დოკუმენტებთან
  • წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების, დამკვეთსა და მენარდეს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების და მისი დანართი ხარჯთაღრიცხვის, ფარულ სამუშაოების აქტების, და შესყიდვის დოკუმენტების, აზომვების შედეგად მიღებული მოცულობების დადარება წარმოდგენილი დოკუმენტების მონაცემებთან,  ღირებულება ითვლება, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შესყიდვის დოკუმენტების ან/და ხელშეკრულებაზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ ერთეულ ღირებულების მიხედვით
  • ობიექტზე შესრულებული სამუშაოების (მათ შორის ფორმა №2-ის მიხედვით)  ინსპექტირების დროს, დამკვეთსა და მენარდეს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე,  შესრულებული სამუშაოების აქტებში  მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების,  მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან, შესყიდვის დოკუმენტებთან
  • შესრულებულ სამუშაოთა აქტ(ებ)ში ნაჩვენები სამუშაოთა ღირებულების (ფაქტობრივი დანახარჯების) ინსპექტირების მოთხოვნის შემთხვევაში,  მასალების, შრომითი, ტრანსპორტირების, მანქანა-მექანიზმების დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების და მასში ასახული მონაცემების დამუშავების საფუძველზე  სამუშაოთა (პოზიციების მიხედვით) ერთეულის და ჯამური ღირებულება დანარიცხების გათვალისწინებით გამოანგარიშება, რაც დარდება  შესრულებულ სამუშაოთა აქტ(ებ)ში, ასევე ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენებ სამუშაოთა ღირებულებასთან