უძრავი ქონების შეფასების საგანს წარმოადგენს სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ბინა, კერძო სახლთმფლობელობა, სამრეწველო, კომერციული და საოფისე ფართები. მოძრავი ქონების შეფასების საგანს წარმოადგენს ყველა ნივთი, რომლის გადაადგილება არის შესაძლებელი

უძრავი ქონების შეფასება:

• ობიექტის ინსპექტირება
• ობიექტის შესწავლა, დასურათება
• ობიექტთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის გაცნობა
• შესაფასებელი ობიექტის მსგავსი/ანალოგიური ობიექტების (ყიდვა, გაყიდვა) მოძიება
• შეფასების ანგარიშის/დასკვნის მომზადება

მოძრავი ქონების შეფასება:
• შესაფასებელი მოძრავი ქონების შესწავლა დასურათება (ადგილზე, ობიექტზე)
• ნივთის იდენტიფიკაცია;
• შესაფასებელი ობიექტის მსგავსი/ანალოგიური ობიექტების (ყიდვა, გაყიდვა) მოძიება
• შეფასების ანგარიშის/დასკვნის მომზადება

უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებას განახორციელებს შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის (სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014) სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიკატის მფლობელი შემფასებელი