ობიექტის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა- ნაგებობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით), სუსტი დენების, გათბობა- ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება
- წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა
- ინსპექტირების კონცეფციის ჩამოყალიბება
- გამოსაყენებელი ხელსაწყოების სახეობების დადგენა
- ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირების განსახორციელებლად ხდება ინსპექტირების ჯგუფის ობიექტზე გასვლა და სამშენებლო სამუშაოებზე დაკვირვება, ფოტოფიქსაცია, აზომვების და გაზომვების ჩატარება, და ამ ინფორმაციის დოკუმენტირება ჩანაწერების სახით
- ინსპექტირების ჯგუფი აკონტროლებს სამშენებლო სამუშაოების შესრულების მსვლელობას, დოკუმენტების წარმოების პროცესს, შესრულებული სამუშაოების მოცულობების, სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების, აგრეთვე მშენებლობაში გამოყენებული მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების შესაბამისობას პროექტთან, ხარჯთაღრიცხვასთან, მოქმედ დოკუმენტებთან, ტექნიკურ პირობებთან და შეაქვს შესაბამისი ჩანაწერები ინსპექტირების ჟურნალში
- სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს გამოყენებული მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან შეუსაბამობის შემთხვევაში ადგენს შეუსაბამობის აქტს, შეაქვს შესაბამისი ჩანაწერები ინსპექტირების ჟურნალში და მოითხოვს შეუსაბამობის აღმოფხვრას დადგენილ ვადებში
- შესრულებული მოცულობებისათვის საჭირო მასალის ხარჯის, დამხმარე მასალების, შრომითი და მანქანა-მექანიზმების რესურსების ნორმირებული გამოყებების შედარება ობიექტის პროექტთან, ხარჯთაღრიცხვასთან, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებთან
- დასრულებული სამშენებლო სამუშაოების მიღება და ხელმოწერით დადასტურება მენარდის მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტების
- ქარგილების მოწყობის ხარისხიანი შესრულების კონტროლი, მათი შესაბამისობის დადგენა პროექტთან და მოქმედ დოკუმენტებთან, ფოტოფიქსაცია
- ფარული სამუშაოების ხარისხიანი შესრულების კონტროლი, მათ შესაბამისობა პროექტთან და მოქმედ დოკუმენტებთან
- სხვადახვა მოქმედებები