ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა- ნაგებობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების, აეროდრომების) შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება:

  • დამკვეთის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა
  • კვლევის კონცეფციის ჩამოყალიბება
  • კვლევის ტიპის განსაზღვრა
  • გამოსაყენებელი ხელსაწყოების სახეობების დადგენა
  • აზომვითი ნახაზების დამუშავება (საჭიროების შემთხვევაში)
  • ვიზუალურ დათვალიერება ფოტოფიქსაციის წარმოებით
  • დეტალურ-ინსტრუმენტული გამოკველვა ფოტოფიქსაციის წარმოებით
  • შენობის ან შენობის ნაწილის ინსტრუმენტალური ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევისას  ხორციელდება შენობის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების დეტალური ანალიზი, არსებული კვანძების გახსნა, ფოტოფიქსაცია, შენობის კონსტრუქციული ელემენტების ფიზიკო-მექანიკური  მახასიათებლების შესწავლა (მრღვევი და არამღრვევი მეთოდებით საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული გამოკვკლევა), გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევის შედეგებთან 
  • გამოკვლევისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე შენობის კონსტრუქციული ელემენტების საიმედოობისა და სეისმოუსაფრთხოების შეფასება არსებული ნორმების საფუძველზე
  • წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს შესრულებული სამუშაოების მოქმედ ნორმატივებთან და პროექტთან შესაბამისობა
  • შენობის  ფუნდამენტების, სარდაფების, შენობის კონსტრუქციული ელემენტები: სვეტები, მზიდი კონსტრუქციები, ტიხრები, იატაკები, გადახურვები, კიბის უჯრედების გამოკვლევა,  ფოტოფიქსაცია და არსებული  ვიზუალური  დათვალიერების  დასკვნის მომზადება